ERP - სისტემა ბიზნესისთვის
შემოუერთდით ჩვენს ონლაინ პრეზენტაციას, მიიღეთ ინფორმაცია ERP სისტემის შესახებ და გაამარტივეთ თქვენი ბიზნეს პროცესები!
რა არის ERP და რას გთავაზობთ ჩვენ
ERP(Enterprise Resource Planning) - საწარმო რესურსების დაგეგმვა არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება ბიზნესს ძირითადი საქმიანობების მართვასა და ორგანიზებაში, როგორებიცაა ფინანსები, ადამიანური რესურსები, მარაგები, პროექტები და ეს ყველაფერი ერთ სივრცეში.
ჩვენ გთავაზობთ ბელგიური ERP სისტემის აპლიკაციებს სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს იმუშაოს უფრო მარტივად და ეფექტურად.
რას უნდა ველოდოთ ამ ვებინარისგან?
აღმოაჩენთ სტარტაპებისთვის საუკეთესო აპლიკაციებს უფასო ლიცენზირებით
ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე აპლიკაციას, უფასო ლიცენზიით, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ბიზნეს ოპერაციებს:
- CRM (კლიენტების ურთიერთობის მართვა): მართავს ლიდებს და ამარტივებს დამკვეთებთან ურთიერთობას;
- გაყიდვები: ამარტივებს გაყიდვის პროცესს, საფასო შეთავასებიდან - ინვოისამდე;
- პროექტები: ახდენს პროექტების ორგანიზებას და ამარტივებს რეპორტინგს;
- ინვოისინგი: ამარტივებს ბილინგისა და გადახდების პროცესებს;
- ვებსაიტი: გვაძლევს პროფესიონალური ვებგვერდის შექმნის შესაძლებლობას;
- დროის აღრიცხვა: იძლევა შესაძლებლობას თვალყური ადევნოთ თანამშრომლების განრიგს და დახარჯულ დროს;
- მარაგების მართვა: ეფექტურად მართავს მარაგებს, ინვენტარს და საწყობს.
აპლიკაციების დემონსტრაცია!
ვებინარის ფარგლებში გაჩვენებთ თუ რამდენად მარტივად მოსახმარია აპლიკაციები და როგორ შეიძლება მათი ინტეგრაცია თქვენს ბიზნეს პროცესებთან. ასევე, ნახავთ, თუ რომელ მოწყობილობებზე შეგიძლიათ მათი გამოყენება, რაც გაგიადვილებთ თქვენი ბიზნესის მართვას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან.
სპეციალური საფასო შეთავაზება
სტარტაპების მხარდაჭერის ფარგლებში, გთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს მომხმარებელთა ლიცენზიების და აპლიკაციების დანერგვის მიმართულებით: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო ლიცენზიებით შეუზღუდავი რაოდენობის იუზერებზე და მიიღოთ აპლიკაციების დანერგვის მომსახურება სიმბოლურ ფასად. შეთავაზება განკუთვნილია ვებინარის მონაწილეებისთვის და დროში შეზღუდულია.
კითხვა&პასუხის სესია
ვებინარის ფარგლებში ჩვენ გამოვყობთ დროს თქვენი კითხვებისთვის და მაქსიმალურად შევეცდებით გაგცეთ ამომწურავი პასუხები.
კითხვების გამოგზავნა ასევე შესაძლებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე.
ვის შეუძლია დაესწროს ამ ვებინარს და რატომ?
ჩვენი ვებინარი სპეციალურად განკუთვნილია:
- სტარტაპებისთვის;
- მცირე ბიზნესებისთვის;
- ადრეული ზრდის ეტაპებზე მყოფი ბიზნესებისთვის;
- ნებისმიერი სხვა ბიზნესებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათი ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებით.
რატომ უნდა დაესწროთ?
- დემონსტრაცია: აპლიკაციების ინტერფეისის და ფუნქციონალის ნახვის შესაძლებლობა;
- სპეციალური საფასო შეთავაზება: ექსკლუზიური შეთავაზება ერთ უფასო Odoo აპლიკაციაზე და მისი დანერგვა სპეციალურ ფასად.
- ნეთვორქინგი
როგორ დავრეგისტრირდეთ და სად ჩატარდება ვებინარი?
ვებინარზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამავე გვერდის საშუალებით, ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებული ღილაკის გამოყენებით, რათა უზრუნველყოთ თქვენი ადგილი ვებინარზე და გადადგათ პირველი ნაბიჯი თქვენი სტარტაპის გაციფრულებაში!
ვებინარი გაიმართება ქართულ ენაზე, ონლაინ, Google Meets-ის მეშვეობით - რომლის ბმულსაც მიიღებთ, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ელ.ფოსტის საშუალებით.
ვებინარის გეგმა
- ჩვენ შესახებ (5 წუთი)
- პროდუქტის პრეზენტაცია (25 წუთი)
- CRM, გაყიდვების მოდული, პროექტების მართვა, ინვოისები, ვებგვერდი, მარაგების მართვა, დროის აღრიცხვა, და სხვა დამატებითი აპლიკაციები.
- კითხვა პასუხის სესია და აპლიკაციების დემონსტრაცია (30 წუთი)