გაყიდვები
ლიდების გენერაციიდან გარიგების დახურვამდე — გაყიდვების სრული ეკოსისტემა
მომხმარებლებთან ურთიერთობისა და შემოსავლების მართვის ერთიანი პლატფორმა. CRM, გაყიდვები, POS, გამოწერები და გაქირავება იყენებს პროდუქტებისა და კლიენტების საერთო ბაზას. მონაცემთა სრული სინქრონიზაცია უზრუნველყოფს გაყიდვების Pipeline-ის აბსოლუტურ სიზუსტეს და გამორიცხავს ინფორმაციის დუბლირებას.
CRM
გაყიდვების Pipeline-ის ცენტრალიზებული მართვა. სისტემა უზრუნველყოფს პოტენციური კლიენტების კონვერტაციის სრულ გამჭვირვალობას და შემოსავლების ზუსტ პროგნოზირებას.
არასდროს გამოტოვოთ მონიტორინგი — დაგეგმეთ ზარები, შეხვედრები, გზავნილები ან ფასის შეთავაზებები და odoo ავტომატურად გეგმავს შემდეგ აქტივობას თქვენი გაყიდვების სცენარის საფუძველზე. ინტეგრირდება ელფოსტასთან, ლაივ ჩათთან, SMS-თან და VoIP-თან.
- პროცესების ვიზუალიზაცია: Kanban დაფა გარიგებების ეტაპობრივი კონტროლისა და სტატუსების რეალურ დროში განახლებისთვის.
- მრავალარხიანი კომუნიკაცია: კლიენტთან დაკავშირებული ყველა ზარის, ელ-ფოსტისა და შეხვედრის ისტორიის ავტომატური დაარქივება ერთ ბარათში.
- დაგეგმარების ავტომატიზაცია: სისტემური შეხსენებები და ავტომატური დავალებები, რათა არცერთი პოტენციური გარიგება არ დარჩეს ყურადღების მიღმა.
გაყიდვები
შეთავაზებებისა და შეკვეთების მართვის პლატფორმა. დააჩქარეთ გაყიდვების ციკლი პროფესიონალური ელექტრონული ინვოისებითა და ონლაინ დადასტურების მექანიზმებით.
- დინამიკური ფასწარმოქმნა: B2B და B2C ფრაისლისტების მოქნილი მართვა კლიენტების კატეგორიების, მოცულობისა თუ აქციების მიხედვით.
- მომხმარებელთა პორტალი: დახურული სივრცე კლიენტებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად იხილონ შეთავაზებები, თვალი ადევნონ შეკვეთის სტატუსს და განახორციელონ გადახდები.
- სწრაფი დახურვა (Closing): გარიგებების ონლაინ დადასტურება ელექტრონული ხელმოწერის ფუნქციონალით პირდაპირ შეთავაზების დოკუმენტზე.
POS
საცალო ვაჭრობის მართვის სისტემა, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში.
- უწყვეტი ოპერაციები: ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაშიც სისტემა აგრძელებს მუშაობას და ავტომატურად ასინქრონიზებს მონაცემებს კავშირის აღდგენისთანავე.
- ნებისმიერ მოწყობილობაზე წვდომა: სრულფასოვანი ფუნქციონირება პლანშეტიდან და სმარტფონიდან დაწყებული, თვითმომსახურების კიოსკებით დასრულებული.
- მარაგების სინქრონიზაცია: ყოველი ტრანზაქციისას საწყობიდან პროდუქციის რეალურ დროში ჩამოწერა ხელით ჩარევის გარეშე.
გამოწერები
განმეორებადი შემოსავლების (MRR) და სააბონენტო მომსახურების ავტომატიზებული კონტროლი.
- ავტომატური ბილინგი: პერიოდული ინვოისების გენერაცია და გადახდების ავტომატური ჩამოჭრა განსაზღვრული წესების მიხედვით.
- კონტრაქტების მართვა: გამოწერის განახლების, პაკეტის ცვლილების (Upgrade/Downgrade) ან გაუქმების გამჭვირვალე პროცესი და მკაფიო ანალიტიკა.
- თვითმომსახურება მარტივი ავტორიზაციით: კლიენტებს შეუძლიათ მართონ საკუთარი გამოწერები პორტალიდან, რთული სარეგისტრაციო ბარიერების გარეშე.
გაქირავება
საიჯარო ინვენტარისა და გაქირავების ციკლის სრული ადმინისტრირება ერთიანი პლატფორმიდან.
რესურსების დაგეგმარება: ინვენტარის ხელმისაწვდომობის კონტროლი კალენდარზე და გატანა/დაბრუნების გრაფიკის ზუსტი ადმინისტრირება. ელ-კომერციის ინტეგრაცია: მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ ხელმისაწვდომობა, დაჯავშნონ თარიღები და გადაიხადონ პირდაპირ ვებსაიტიდან. ციფრული დოკუმენტბრუნვა: გაქირავების პირობებსა და ხელშეკრულებებზე სწრაფი ელექტრონული ხელმოწერის მექანიზმი.
სხვა ბიზნეს-გადაწყვეტილებები
odoo-ს ეკოსისტემის ყველა მიმართულება პირდაპირ ინტეგრირდება ერთმანეთთან. დაამატეთ ახალი მოდულები შუალედური პროგრამების გარეშე — შეინარჩუნეთ ერთიანი ბაზა და მონაცემთა ნულოვანი დუბლირება.
ინდივიდუალური კონსულტაცია
დაჯავშნეთ შეხვედრა AURA-ს ექსპერტებთან. განიხილეთ თქვენი კომპანიის სპეციფიკა და რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით შეაფასეთ, თუ როგორ მოერგება odoo-ს არქიტექტურა თქვენს საოპერაციო პროცესებს.